გამგებლის ცვლილება ხაშურის მუნიციპალიტეტში
2012-12-12 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 დეკემბერის რიგგარეშე სხდომაზე ღია კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით განკარგულება მიღებულ იქნა ხაშურის მინიციპალიტეტის გამგებლის – როინ მახარობლიძის გათავისუფლების თაობაზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა განკარგულება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბერაიას დანიშვნის შესახებ. კონკურსი არ გამოცხადებულა და გამგებელი დანიშნულია საკრებულოსთან შეთანხმებით, როგორც მოვალეობის შემსრულებელი.
2012-12-12 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, როინ მახარობლიძემ, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს განცხადებით მიმართა. საკრებულოს სხდომამ ყოფილი გამგებლის განცხადება დააკმაყოფილა. დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, ხაშურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. მათი განცხადებით, გიორგი ბერაია პარტიული არ ყოფილა და არც პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა. დეპუტატები ასევე აცხადებენ, რომ ყოფილ გამგებელზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა მას უფლება აღარ ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენილიყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე