გამგებლის ცვლილება კასპის მუნიციპალიტეტში
2012-11-26 26 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გამგებელი, კახა ხაჩირაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ოლეგ იაძე დაინიშნა. როგორც ხაჩირაშვილმა განაცხადა, იგი საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.
2012-11-11 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ხაჩირაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა ომარ იაძემ. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი #27) განხილულ იქნა გამგებლის კახაბერ ხაჩირაშვილის გადადგომის საკითხი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მიეცა თანხმობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახაბერ ხაჩირაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამავე სხდომაზე იმსჯელეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატზე ომარ იაძეზე. გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადებულა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე