ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცვლილება
2012-11-30 2012 წლის 01 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაწერა განცხადება გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, შესაბამისად 2012 წლის 02 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის მეცამეტე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ მიეცა თანხმობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. არაბიძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
2012 წლის 02 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის მეცამეტე რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ მიეცა თანხმობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნის თაობაზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ გამოცხადებულა იმავე დღეს გამგებლად დაინიშნა კახა გეწაძე საკრებულოს თანხმობით კონკურსის გამოცხადების გარეშე.
2012-11-02 1 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ზესტაფონის გამგებელმა, გივი არაბიძემ. 2 ნოემბერს სასწრაფო რეჟიმში დანიშნული იქნა საკრებულის სხდომა და აღნიშნული თანამდებობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა გეწაძემ დაიკავა. იმავე დღეს, ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ შეიკრიბა და საკრებულოს სხდომაზე დასწრება მოითხოვა. ისინი განსაკუთრებით გააღიზიანა საკრებულოში პარლამენტარი აკაკი მინაშვილის მისვლამ, რომელმაც ადგილი საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ მასხარაშვილის გვერდით დაიკავა. სიტყვიერი დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნას კენჭი დაჩქარებული წესით უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
29 ნოემბერს ზესტაფონის გამგებელი, კახა გეწაძე პროკურატურამ დააკავა. 11 დეკემბერიდან კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ,,ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ ქამუშაძე დაინიშნა.