ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლება და ახალი გამგებლის დანიშვნა
2013-02-28 2012 წლის 9 ოქტომბერს #379 ბრძნებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვახტანგ მაისურაძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით გამგებლის მოვალეობის შესრულება დაევალა გამგებლის მოადგილეს ფირან გოგიჩაშვილს. 2012 წლის 25 ოქტომბერს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძნების საფუძველზე მოწვეულ იქნა ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. საკრებულომ კენჭი უყარა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით კამკამიძის დანიშვნას. საკრებულოს წევრებმა დავით კამკამიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. 2012 წლის 25 ოქტომბერს #86 განკარგულებით, კონკურსის გამოცხადებამდე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა დავით კამკამიძე, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე. ვინაიდან დავით კამკამიძე იყოს საკრებულოს წევრი, მას შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლბამოსილება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე