თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შენობის პიკეტირება
2012-11-12 12 ნოემბერს მუნიციპალიტეტის შენობასთან „ქართული ოცნების“ ორმოცდაათამდე აქტივისტი შეიკრიბა და შენობის პიკეტირება მოახდინა. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის გია მესტვირიშვილის და გამგებლის ზურაბ წიკლაურის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არჩევნების გაყალბებასა და ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ. გია მესტვირიშვილის თქმით, ერთი კვირაა კონკურსის საფუძველზე ახალი გამგებელი დაინიშნა და მისგან ოცივე სოფლის გამგებლის გადაყენებას ითხოვენ.10 შენობისთვის პიკეტის მოხსნა დღის მეორე ნახევარში მოხერხდა. რაიონში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, ირმა ნადირაშვილი და დავით ბეჟუაშვილი ჩავიდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობაში არც ისინი შეუშვეს. უმცირესობის ლიდერებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხმა-შემოხლა მოხდა. პოლიციის დახმარებით შენობა მოპიკეტეებისგან გათავისუფლდა და გამგეობამ მუშაობა განაგრძო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე