2012-11-28 საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძეს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. 28 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გელენიძეს 7 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. გელენიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.