საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 5 თანამშრომელი: 2 სოფლის რწმუნებული, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი, მუნიციალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის ინფრსტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებში მოვალეობის შემსრულებელი. აპრილში ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა 3 თანამშრომელი.
2013-02-28 ხელვაჩაურში 2012 წლის 31 დეკემბერს პირადი განცხადების საფუძველზე გამგეობის აპარატიდან გათავისუფლებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამი მოადგილე. 2013 წლის 15 იანვარს საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 10 თემის რწმუნებული. თებერვალში პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა 35 სოფლის რწმუნებული, 9 ორგანიზატორი და ორი თემის რწმუნებული. ამათგან 26 ადამიანის განთავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე ერთსა და იმავე დღეს 8 თებერვალს მოხადა. რაც შეეხება ახალი კადრების დანიშვნას, თებერვალში დანიშნულია ერთი თემის რწმუნებული, 29 სოფლის რწმუნებული, თემებში 9 წამყვანი სპეციალისტი და 10 სოფლის ორგანიზატორი. გამგეობის ინფორმაციით ახალი თანამშრომლების აყვანა მოხდა პირადი განცხადებების საფუძველზე. 22 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლდა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო გამგეობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლებად აყვანილია 17 ახალი თანამშრომელი. როგორც რწმუნებულების შემთხვევაში, გამგეობის აპარატში მოვალეობის შემსრულებლები, გამგეობის ინფორმაციით, აყვანილი არიან პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების (ძირითადად გამგებლის დანიშვნის (31/12/12)) შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 19 საჯარო მოსამსახურე (რომელთაგანაც 3 გამგებლის მოადგილეა, 1 მძღოლი, 1 გამგებლის თანაშემწე და 14 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი -რწმუნებული). გათავისუფლების საფუძველი გახლდათ მათი პირადი განცხადება. ხელვაჩაურის გამგეობაში დანიშნულ იქნა 39 საჯარო მოხელე, კონკურსის გარეშე, მათი დანიშვნის ფაქტობრივი საფუძველი გახლდათ პირადი განცხადებები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე