საკადრო ცვლილებები შუახევის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 5 აპრილს შუახევის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა რამაზ დავითაძემ, რომელიც თანამდებობაზე მარტის შუა რიცხვებში დაინიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლა 5 მეხანძრე. სამი მათგანი ღიად აცხადებს, რომ მათ გასათავისუფლებლად ახალ უფროსს არანაირი მოტივაცია არ გააჩნდა და სრულიად უსაფუძვლოდ არიან დათხოვნილები. ტერიტორიულ ერთეულებში კი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 9 სოფლის და 1 თემის რწმუნებული. აღსანიშნავია, რომ 5 რწმუნებული ერთსა და იმავე დღეს 29 მარტს არის გათავისუფლებული. ისინი აცხადებენ, რომ განცხადებები რეორგანიზაციის მიზეზით დაწერეს და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ. მარტში გამგეობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე კონკურსის გამოცხადებამდე, დროებით დანიშნულ იქნა 7 ახალი თანამშრომელი, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებში - 3 სოფლის და ერთი თემის რწმუნებული. აპრილში გამგეობის აპარატსა და ტერიტორიული ორგანოებიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 11 თანამშრომელი. აპრილში კონკურსის გამოცხადებამდე გამგეობის აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში 17 სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლები.
2013-02-28 შუახევის გამგეობაში 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საკუთარი ინიციატივით თანამდებობა დატოვა შვიდმა 7 თანამშრომელმა, მათ შორის გამგებლის თანაშემწემ, ასევე გამგეობას დაქვემდებარებული განყოფილებების უფროსებმა. ამავე პერიოდში თანამდებობები პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს 11 სოფლის/თემის რწმუნებულმა, მათ შორის, 7 თემის და 4 სოფლის რწმუნებულმა. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შუახევის მუნიციპალიტეტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 10 სოფლის რწმუნებული და ათივე სოფელში ამავე პერიოდში დაინიშნენ რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები. თებერვალში დაინიშნა ასევე 6 თემის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელიც. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 9 თემიდან მხოლოდ ორ თემში არ მომხდარა რწმუნებულების გათავისუფლება და ახლით შეცვლა.
2013-02-28 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების (ძირითადად გამგებლის დანიშვნის (09/01/13)) შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 19 საჯარო მოსამსახურე (რომელთაგანაც 1 გამგებლის თანაშემწე, 4 გამგეობის სხვადასხვა სამსახურის უფროსი, 2 გამგეობის სამსახურის სპეციალისტი და 12 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - რწმუნებულია); გამგეობაში დაინიშნა 7 ადამიანი, არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარებულა კონკურსი, თანახმად საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირებიდან გათავისუფლდა ა(ა)იპ-ს სამი ხელმძღვანელი და დაინიშნა სამი (იმავე თანამდებობაზე).


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე