საკადრო ცვლილებები დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-02-28 დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურული ერთეულებიდან, გათავისუფლებულ იქნა სულ 5 თანამშრომელი,მათგან ორი პირადი განცხადების საფუძველზე (მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და დამლაგებელი), სამი თანამშრომელი კი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაციის გამო. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში(გამგეობაში) საჯარო თანამდებობაზე დანიშნულ იქნა 4 პირი, მათგან არცერთი კონკურსის წესით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში, საჯარო თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ირიცხება 35 თანამშრომელი. დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამგებლის გარდა, არცერთ საჯარო მოხელის დანიშვნაზე კონკურსი არ გამოცხადებულა.
2013-02-28 დუშეთის გამგეობიდან გაათავისუფლეს 5 თანამშრომელი. გამგებლის მოადგილე, დამლაგებელი, სამსახურის უფროსი და სპეციალისტები. 3 სპეციალისტის შტატი გაუქმდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე