საკადრო ცვლილებები თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-02-28 თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამასახურებიდან 2012 წლის 1 ოტომბრიდან გათავისუფლდა 57 თანამშრომელი (მათგან 54 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე,4 კი დისციპლინური გადაცდომისთვის,,საჯარო სამსახურის შესახებ,, კანონის 99-ე მუხლის მე-4 ნაწილით) თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დაინიშნა 65 თანამშრომელი, მათგან არცერთი არ არის დანიშნული კონკურსის წესით (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული პირები არც მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულნი.
2013-02-28 თიანეთის მუნიციპალიტეტში ასევე შეიცვალა ბაღების გაერთიანების უფროსი და კულტურის სახლის უფროსი. გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა 12-ვე რწმუნებულმა. მათი განცხადებით, ისინი დაიბარეს და უთხრეს, რომ დაეწერათ განცხადებები. რწმუნებულის სპეციალისტებიდან ორი გაათავისუფლეს და დანარჩენმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება. ახალი თანამშრომლების აყვანა მოხდა პარტიული ნიშნით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე