საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 აპრილში გათავისუფლდა 12 თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1 რწმუნებული და 2 სპეციალისტი იქნა გათავისუფლებული სამსახურეობრივი მოვალეობათა უხეშად დარღვევის გამო, დანარჩენები პირადი ინიციატივის საფუძველზე იქნენ დათხოვილნი. აპრილში მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტერიტორიულ ერთეულებში 15 თანამშრომელი დაინიშნა. მაისში დათხოვილ იქნა 4 საჯარო მოხელე გამგეობასა და ტერიტორიული ორგანოებიდან. კერძოდ, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ერთ-ერთი თემის სპეციალისტი, სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო კი სოფლის რწმუნებული და თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი. ამავე პერიოდში გამგეობის სხვადასხვა სამსახურებსა და მის ტერიტორიული ერთეულებში დანიშნული იქნა 19 თანამშრომელი.
2013-03-31 მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მის ტერიტორიულ ერთეულებში მარტში 19 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. პირადი განცხადებით გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ტერიტორიული ერთეულის 1 რწმუნებული და ტერიტორიული ორგანოს 11 სპეციალისტი. სამსახურის თვითნებურად მიტოვების გამო გათავისუფლებული იქნა ტერიტორიული ორგანოს 1 სპეციალისტი, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო კი გამგეობის 5 თანამშრომელი. მარტში გამგეობასა და მის ტერიტორიულ ერთეულებში 15 საჯარო მოხელე დაინიშნა.
2013-02-28 თებერვლის თვეში ოზურგეთის გამგეობაში დამატებით 30 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის ტერიტორიული ერთეულის 13 რწმუნებული და ტერიტორიული ორგანოს 4 სპეციალისტი. მათგან მხოლოდ 2 სპეციალისტი გათავისუფლდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დანარჩენებმა კი პირადი ინიციატივით დატოვეს სამსახური. გარდა ამისა, ტერიტორიული ერთეულის 4 რწმუნებული და 2 სპეციალისტი პირადი განცხადების საფუძველზე ერთსა და იმავე დღეს 26 თებერვალსაა გათავისუფლებული, სამი მათგანი კი 6 თებერვალს. გამგეობიდან გათავისუფლებულ 13 თანამშრომელს შორის 4 თანამშრომლის განთავისუფლება მოხდა გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაციის საფუძველზე, ხოლო გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 მეხანძრე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა. თებერვალში ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ასევე გათავისუფლდნენ გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში მოქალაქეთა მიღებისა და მომსახურების საკითხებში მთავარი სპეციალისტი და ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეცილისტი. 18 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით აყვანილი იქნა 8 ტერიტორიული ერთეულის რწუმენებულის მოვალეობის შემსრულებელი და ერთი ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.
2013-02-13 ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის დასუფთავების სამსახურიდან“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 13 თებერვლის ჩათვლით გათავისუფლებული იქნა 15 თანამშრომელი, მათ შორის 5 პირადი განცხადების საფუძველზე, ათი კი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. გათავისუფლებულთა შორის 5 მეეზოვეა, 2 მძღოლი, დიდი ნაწილი კი სპეციალისტები. საყურადღებოა მეეზოვეთა დათხოვნის საკითხი. 5-დან ოთხის დათხოვანა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა, ერთის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუკი 1 ოქტომბრიდან 13 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 5 მეეზოვე დაითხოვეს, ამავე პერიოდში 6 მეეზოვის აყვანა მოხდა. ნიშანდობლივია, რომ დათხოვნილი მეეზოვის ნაცვლად სამი ახალი მეეზოვის აყვანა იმავე დღეს, ორისაც მეორე დღეს მოხდა, მხოლოდ ერთი განთავისუფლებული მეეზოვეა დაბრუნებული სამსახურში სამი თვის შემდეგ. გარდა ამისა ხელშეკრულების ვადის გამო დათხოვნილი ზეინკალის ნაცვლად პირადი განცახადების საფუძველზე 2 კვირაში ახალი ზეინკალ-ელექტრიკოსია აყვანილი.
2013-01-31 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 71 თანამშრომელია გათავისუფლებული. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საკრებულოს აპარატში განხორციელდა ერთი საკადრო ცვლილება, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალისტმა. 2012წ. 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გამგეობის აპარატიდან განთავისუფლებული იქნა 13 თანამშრომელი (ძირითადად სპეციალისტები), 9 ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი და 3 თემის რწმუნებული.
2013-02-28 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლდა 46 საჯარო მოხელე მათგან: 21 პირადი განცხადების საფუძველზე (მათ შორის გამგებელიც); 21 შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და 3 შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე. ერთი პირი გარდაიცვალა. ოზურგეთი გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 16 თანამშრომელი. კონკურსის წესით არცერთ თანამდებობაზე დანიშვნა არ მომხდარა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე