საკადრო ცვლილებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
2013-07-25 მარტში გამგეობაში 9 პოზიციაზე დაინიშნა სამსახურისა და განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში კი 4 გამარჯვებული გამოვლინდა და შესაბამისად, დაინიშნენ სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი და უფროსი სპეციალისტები.
2013-07-25 მარტში მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 საჯარო მოხელე. აღსანიშნავია, რომ დათხოვილ თანამშრომელთა ადგილას მოვალეობის შემსრულებლები იმავე დღეს დაინიშნენ. ასევე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა 14 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. თავისუფალ პოზიციებზე იმ დღესვე დაინიშნა 15 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი.
2013-05-31 აპრილში გამგეობაში თანამდებობიდან გათავისუფლდა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის 6 მოვალეობის შემსრულებელი, მათგან 4 პირადი განცხადებით, ხოლო 2 დისციპლინარული გადაცდომის საფუძველზე. მათ ადგილას მოვალეობის შემსრულებლები იმავე დღეს დაინიშნენ.
გამგეობაში დაინიშნა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა პოზიციებზე 6 თანამშრომლი იქნა აყვანილი. აპრილშივე დაინიშნა ტერიტორიული ორგანოს 8 სპეციალისტის და 1 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი.
მაისში გათავისუფლდა 4 თანამშრომელი, ამავე პერიოდში აყვნილია 3 ახალი თანამშრომელი.
2013-04-26 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაკავებული თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა 4 თანამშრომელი. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე 12 თანამშრომელი, ხოლო შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე კი სამი თანამშრომელი. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორისათვის ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად 1 მარტიდან უნდა დაიწყოს. ამ დრისთვის 23-ვე სოფლის რწმუნებულს განცხადება დაწერილი აქვს სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ეს განცხადებები დაკმაყოფილებული არ არის, რწმუნებულების შეცვლაც 1 მარტიდან დაიწყება.
2013-02-28 ლანჩხუთის საკრებულოში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული ლანჩხუთის“კონსულტანტს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
1 თებერვლიდან ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ვახტანგ ზენაიშვილი. იგი კოალიციის რაიონული ორგანიზაციის მენეჯერი იყო.
პირადი განცხადების საფუძველზე თებერვალში სამსახურიდან განთავისუფლდა 6 ტერიტორიული ერთეული რწმუნებული.ხუთ სოფელში დაინიშნა რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები. გავრცელებული ინფორმაციით ახალი რწმუნებულების დანიშვნისათვის ტარდება პრაიმერი, პრაიმერის შედეგად შეიცვალა რწმუნებულები სოფელ აცანასა და ნინოშვილში.
2013-02-28 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 27 თებერვლის ჩათვლით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 23 საჯარო მოხელე მათგან: 6 პირადი განცხადების საფუძველზე (მათ შორის გამგებელიც); 13 შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და 3 შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე.
გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 1 ოქტომბრიდან 27 თებერვლამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 8 თანამშრომელი.
საიას წარმომადგენლებისათვის მიწოდებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით სამსახურის უფროსებს შესთავაზეს თავიანთი პოსტების დატოვება უფრო დაბალ საფეხურზე სამსახურში გადასვლის სანაცვლოდ. აღნიშნული ინფორმაცია გამგებლის ყოფილი მოადგილის, გია გიორგაძის, შემთხვევაში ფაქტიურად დადასტურდა. კონკურსის წესით არცერთ თანამდებობაზე დანიშვნა არ მომხდარა.