საკადრო ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 მარტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით გათავისუფლდა 13 თანამშრომელი. ძირითადად, დათხოვილ იქნენ რწმუნებულის თანაშემწეები და ტერიტორიული ორგანოს საქმის მწარმოებლები.
აპრილში დამატებით დათხოვილ იქნა 8 თანამშრომელი: გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რწმუნებული, გამგეობის სპეციალისტები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწეები და საქმის მწარმოებლები. მაისში კი პირადი განცხადებით გათავისუფლდა სანიორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
2013-02-28 თელავის გამგეობიდან გათავისუფლდა ტერიტორიული ორგანოს 31 თანამშრომელი. გამგეობიდან 24 თანამშრომელი, ძირითადად, გამგებლის მოადგილეები და სპეციალისტები. გუბერნატორის ადმინისტრაციიდან კი 6 თანამშრომელი გათავისუფლდა: გუბერნატორის ორი მოადგილე და 4 სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. თელავში ყველა რწმუნებული საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, თუმცა აცხადებენ, რომ განცხადება გამგებლის მოთხოვნით დაწერეს. როგორც განუმარტეს იგეგმება კონკურსის ჩატარება და მათაც ექნებათ მონაწილეობის მიღების უფლება.
თებერვალში საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლდა საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი.
გამგეობიდან კი ორი სპეციალისტი და ტერიტორიული ორგანოს 8 სპეციალსიტი. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან ერთ სპეციალისტი. გათავისუფლებულ იქნა 9 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ახალი თანამშრომლების ასაყვანად არ გამოცხადებულა კონკურსი. სულ 111 პირია გათავისუფლებული.
2013-02-28 თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლდა 55 ადამიანი, აქედან 32 ადამიანი პირადი განცხადების საფუძველზე, 22 ადამიანი შტატების შემცირების, ხოლო 1- ასაკის გამო. პირადი განცხადებით გათავისუფლებული პირებიდან 16 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 33 თანამშრომელი, მათგან 15 რწმუნებულია. გამგეობამ სრულად მოგვაწოდა ახლად დანიშნულ პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზოგადი ინფორმაციით, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი იგეგმება მაისის თვეში.