საკადრო ცვლელებები ყვარლის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტში გათავისუფლდა 18 თანამშრომელი: 15 პირადი განცხადებით, ხოლო სამსახურის უფროსი და ორი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის გაუქმების გამო. პირადი განცხადებით გათავისუფლდა სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიც. მაისში პირადი განცხადებით გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე.
2013-02-28 ყვარლის გამგეობიდან 19 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის გამგებლის 4 მოადგილე. რწმუნებულების 14 შტატგარეშე თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ განუახლდათ. თებერვალში გათავისუფლებულ იქნა რწმუნებულის ორი სპეციალისტი და ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. სამივე მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 25 თანამშრომელი, აქედან 6 ადამიანი პირადი განცხადების საფუძველზე. 13 ადამიანი გამგებლის ბრძანების საფუძველზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 94-ე მუხლის თანახმად. 3 თანამშრომელი სამსახურის ლიკვიდაციის გამო. 3 თანამშრომელი კი სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 6 თანამშრომელი. მათ შორის 3 გამგებლის მოადგილე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექვსივე საჯარო მოხელე დანიშნულია თანამდებობაზე პირდაპირ კონკურსის წესის გარეშე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე