საკადრო ცვლილებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
2013-02-28 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 17 ადამიანი საჯარო სამსახურის კანონის 30-ე მუხლის (თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა)თანახმად. მათ შორის 3 რწმუნებული. საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპ-დან გათავისუფლებულია 3 ადამიანი, ყველა მათგანი გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 ლაგოდეხში გათავისუფლდა გამგებელის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი და რწმუნებულის სპეციალისტი. გამგებელის მოადგილემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, საკრებულოს რწმუნებულის შემთხვევაში მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა. ასევე დათხოვილ იქნა 3 რწმუნებული, ერთი მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო ორმა საკუთარი სურვილით დატოვა პოსტი. თებერვალში გათავისუფლდა ა.ა.ი.პ. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის მოადგილე. იგი გადაყვანილია საკრებულოსფრაქცია „დამოუკიდებელის“ სპეციალისტად.