საკადრო ცვლილებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 მარტში რეორგანიზაციის შედეგად, განყოფილების გაუქმების გამო, გათავისუფლდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი კი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ შეიქმნა დროებითი კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს საკრებულოს მიერ შექმნილი აიპ-ების საქმიანობა, რაც სავარაუდოდ არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებების ახალ ტალღას.
2013-05-31 აპრილში გამგეობიდან გათავისუფლდა 5 თანამშრომელი: ტერიტორიული ორგანოს 2 სპეციალისტი და დროებითი სამუშაო ჯგუფის კონსულტანტი, რომლის გათავისუფლების საფუძველი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების შეწყვეტაა. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შაშიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო ჩუმლაყის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
მაისში შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდა 3 პირი: კულტურის, განათლების და სოციალური განვითარების სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი, მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი და კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2013-02-28 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებულია 4 თანამშრომელი. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსი, მრჩეველი და სპეციალისტი. სამი მათგანი სხვა სამსახურში იქნა გადაყვანილი. მიღებული წერილის საფუძველზე გამგეობიდან 114 თანამშრომელია დათხოვილი: გამგეობის სამსახურის უფროსები, გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები და 14 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
თებერვალში დათხოვილ იქნა სოფელ არაშენდას, კალაურის, მუკუზნს და გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს 5 სპეციალისტი და სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი.
2013-02-28 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლდა 4 ადამიანი, საიდანაც მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა სამსახურებში კვლავ დასაქმდა 3 თანამშრომელი. აპარატში მ/შ დაინიშნა 2 მოხელე, ხელშეკრულების საფუძველზე კი მიღებული იქნა 3 თანამშრომელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლდა 114 ადამიანი, აქედან 26 ადამიანი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 86 ადამიანი სამსახურის ვადის გასვლის გამო, 2 - სამსახურის ლიკვიდაციის გამო. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულთა შორის 15 სოფლის რწმუნებულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 46 ადამიანი.
2013-02-08 კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზეწოლას ახდენდა ჭადრის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტზე და მას თანამდებობის დატოვებას სთხოვდა. როგორც სიუჟეტიდან იკვეთება, მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაქვემდებარებული პირის მიმართ ხდებოდა დევნა სიტყვის, აზრისა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
წყარო: http://goo.gl/GDG1g