საკადრო ცვლილებები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 29 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატიდან გამგებლის, გიორგი ლოლაძის ბრძანებით, რეორგანიზაციის საბაბით, გათავისუფლდა 30 თანამშრომელი. გათავისუფლებულთა შორისაა გამგებლის თანაშემწე, სპეციალისტები, რწმუნებულის ორი თანაშემწე, მთავარი არქიტექტორი და განყოფილების უფროსები. აღსანიშნავია ის, რომ გათავისუფლებულ თანამდებობებზე მაშინვე დანიშნეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
აპრილში გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, ხოლო მაისში პატარძეულის რწმუნებულის თანაშემწე პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გამგეობიდან გათავისუფლდა 46 თანამშრომელი. ძირითადად, გამგეობის სამსახურის უფროსები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწეები. დათხოვილთა შორისაა 18 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიც.
თებერვალში დამატებით დათხოვილ იქნა 5 თანამშრომელი: პატარძეულის რწმუნებულის ორი თანაშემწე, მანავის რწმუნებული და სამხედრო აღრიცხვისა, გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ა.ი.პ. საგარეჯოს სათნოების დირექტორი.
2013-02-28 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლებულია 48 ადამიანი, აქედან 47 ადამიანი საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო 1 დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე( საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლი).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 45 ადამიანი საჯარო სამსახურის კანონის 30-ე მუხლის თანახმად. მათ შორის 18 რწმუნებული.
რაც შეეხება ააიპ-ს, მათგან გათავისუფლდა 33 ადამიანი, ხოლო მიღებულია - 40.