საკადრო ცვლილებები დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 მაისში გამგეობიდან პირადი განცხადებით გათავისუფლდა 2 თანამშრომელი მძღოლი და ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტი.
2013-02-28 დმანისში გაათავისუფლეს 36 თანამშრომელი: 10 გამგეობიდან, 14 რწმუნებული და 12 რწმუნებულის სპეციალისტი. თანამშრომელთა გათავისუფლება მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობის წევრების მოქმედ უმრავლესობასაც აქვს აღნიშნული განცხადება დაწერილი. განცხადების დაწერის მიზეზად გამგებლის და საკრებულოში ცვლილებებს ასახელებენ. გათავისუფლების დროს ზეწოლის ფაქტები არ დაფიქსირებულა. უკვე გათავისუფლებული პიროვნებები კი აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება და თანამდებობებზე დანიშვნა ხდება არაობიექტურად პირადი ნაცნობობის საფუძველზე. ახალი თანამშრომლების დანიშვნა ძირითადად პარტიული ნიშნით მოხდა.
2013-02-28 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 12 თებერვლის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 41 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე. 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 12 თებერვლამდე დმანისის მუნიციპალიტეტში დაინიშნა 44 ადამიანი.აღსანიშნავია რომ არც ერთი მათგანი არ დანიშნულა კონკურსის საფუძველზე. ასევე დანიშნული 44 თანამშრომლიდან ყველა დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად. კონკურსის წესით დაინიშნა ერთი ადამიანი ნინო ოქრიაშვილი ააიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის უფროსი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე