საკადრო ცვლილებები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-03-31 სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლებულია 2 თანამშრომელი: ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ფოცხოს თემში. (გათავისუფლების საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენის ასლი (2011 წლის 18 მარტის) და გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი (გათავისუფლების საფუძველია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლი -პირადი განცხადება).
დანიშნულია 6 თანამშრომელი მოვალეობის შემსრულებლად. რადგანაც მიმდინარეობდა ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება, კონკურსი არ ჩატარებულა.
2013-02-28 სენაკის საკრებულო შედგება 25 წევრისაგან. ამჟამად ფუნქციონირებს 7 ფრაქცია: „იბერია - მართლმადიდებლური საქართველოსათვის“ (ნაციონალური მოძრაობის წევრები), „მაჟორიტარები, „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება 2012“, „ერთობა; „სენაკის ხმა“, „მომავლის იმედი“ ყველა ფრაქციაში არის 3-3 წევრი, ხოლო საკრებულოს ოთხმა უფრაქციო წევრმა თებერვალში შექმნეს ფრაქცია „ თვითმმართველობის განვითარებისთვის“.