საკადრო ცვლილებები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში
2013-02-28 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლდა 8 თანამშრომელი. ყველა მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. საკრებულოს აპარატში დაინიშნა 6 თანამშრომელი. საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპებიდან გათავისუფლდა 6 თანამშრომელი. 4 პირადი განცხადების, ხოლო 2 დისციპლინური გადაცდპომის საფუძველზე. ააიპ-ებში დაინიშნა 6 თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან რომ არ არის შექმნილი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე პირები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად.
2013-02-28 ხობის საკრებულო შედგება 28 წევრისაგან. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ფრაქცია ,,ხობი“. ამჟამად ფუნქციონირებს ოთხი ფრაქცია: ,,ქართული ოცნება“ -15 წევრი, ,,ნაციონალები“ - 4 წევრი, ,,მაჟორიტარები“ -3 წევრი და ,,ხობი“ -3 წევრი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე