საკადრო ცვლილებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 მარტში გამგეობიდან გათავისუფლდა 5 თანამშრომელი. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა და 3 თემის რწმუნებულმა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო კი გათავისუფლდა ჭითაწყარის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.
2013-02-28 ზუგდიდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა გამგეობაში. ვაკანსიებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საკრებულოში არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა, ხოლო გამგეობიდან მიღებული წერილის თანახმად, 2012 წ. 1 ოქტომბრის შემდგომ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ხუთმა თანამშრომელმა.
2013-02-28 ზუგდიდის საკრებულო შედგება 39 წევრისაგან და ფრაქციებში გადანაწილებულნი არიან შემდეგნაირად: „კოლხეთი“ – 3 წევრი, „ეგრისი“ – 3 წევრი, „ახალი ზუგდიდი“ – 3 წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13 წევრი.
2013-02-28 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 10 ადამიანი. გათავისუფლება მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე, მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ გამგებლის მოადგილეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 24 თანამშრომელი უკონკურსოდ დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლებად. მათ შორის მოვალეობის შესრულებლებად დაინიშნა 3 გამგებლის მოადგილე.
2013-01-17 გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იანვრის დასაწყისში აპარატის თანამშრომლებსა და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ასევე, დაავალა იგივეში დაერწმუნებინათ მათდამი დაქვემდებარებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელმა შეასრულა მოთხოვნა, მათი განცხადებები არ არის დათარიღებული და ისინი აგრძელებენ მუშაობას და ხელს აწერენ ოფიციალურ დოკუმენტაციას. წყარო: http://goo.gl/nZ965


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე