საკადრო ცვლილებები მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-07-25 ერთეული შტატისა და წამყვანი სპეციალისტის ერთი ერთეულის შტატის ლიკვიდაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდა 2 ადამიანი. 2 ადამიანი გადაადგილდა სხვა თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 13 თებერვლამდე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 9 თანამშრომელი მუდმივად და დაინიშნენ 50 თანამშრომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლად, თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის 39 -ე მუხლის თ) პუნქტის, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 16-ე 21-ე 22-ე 24-ე 25-ე, 26-ე მუხლების საფუძველზე.
2013-07-25 აპრილში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომლის სარჩელი და ორივე სამსახურში აღადგინა. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში მთავარ სპეციალისტებად მუშაობდნენ. აღნიშნული პირები, 18 თებერვალს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდნენ სხვა 9 პირთან ერთად.
2013-05-31 გამგეობაში უვადოდ დაინიშნენ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და გამგებლის მოადგილე. მარტში კი პირადი განცხადებით, გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში. მის ნაცვლად დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილებაში დაინიშნა მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
2013-02-28 მესტიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულია 70 თანამშრომელი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად სამსახურებიდან განთავისუფლებული იქნა 12 თანამშრომელი. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს გაუქმების შედეგად ორი პირი იქნა დათხოვილი. საშტატო ერთეულების შემცირების შედეგად 15 რწმუნებული და 30 რწმუნებულის თანაშემწე. სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კი 11 სპეციალისტი გათავისუფლდა.