საკადრო ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-04-27 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გათავისუფლდა 4 თანამდებობის პირი პირადი განცხადების საფუძველზე, მათ შორის საკრებულოს თავჯდომარე. გამგეობიდან განთავისულდა 55 თანამშრომელი, აქედან 53 გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, 2 თანამშრომელი კი დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე. გამგეობაში დანიშნა 52 საჯარო მოხელე (5 თანამშრომელი არის შტატგარეშე მოსამსახურე 1 (ერთი) წლის ვადით, რომელებიც აყვანილნი არიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე). კონკურსის წესით არცერთი თანამშრომელი არ დანიშნულა. ააიპ–იდან გათავისუფლდა 6 თანამშრომელი,დაინიშნა 8 საჯარო მოხელე (კონკურსის წესით არცერთი თანამშრომელი არ დანიშნულა).
2013-02-28 გორის საკრებულოდან გათავისუფლებულია ერთი პიროვნება საკუთარი განცხადების საფუძველზე. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით კი გამგეობიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე 2 თანამშრომელია გათავისუფლებული: განყოფილების უფროსი და სამსახურის უფროსი. გამგეობის აპარატიდან გათავისუფლებულია 68 ადამიანი მათ შორის 23 რწმუნებული. გათავისუფლებულთა შორის ძირითადად სამსახურის უფროსები და სპეციალისტები არიან. 8 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ ჩაატარა შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან და სთხოვა განცხადებების დაწერა გათავისუფლების მოთხოვნით. 29 რწმუნებულიდან განცხადებები ნაწილმა იმავე დღეს დაწერა, ნაწილმა შემდგომ ეტაპებზე. მათ ნაცვლად კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაინიშნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე