საკადრო ცვლილებები კასპის მუნიციპალიტეტში
2013-07-25 მუზეუმების გაერთიანებიდან გათავისუფლებულია 1, ხოლო მიღებულია 5 თანამშრომელი. ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულია 2 და მიღებულია 2 თანამშრომელი. სპორტის დაწესებულების გაერთიანებიდან გათავისუფლებულია 1 და მიღებულია 2 თანამშრომელი. კულტურის დაწესებულების გაერთიანებიდან გათავისუფლებულია 3 და მიღებულია 10. სახელოვნობო სკოლების გაერთიანებიდან არავინ არგაუთავისუფლებიათ, მაგრამ მიღებულია 2 ახალი თანამშრომელი.
2013-05-31 2013 წლის პირველ იანვრიდან 1 აპრილამდე მუნციპალიტეტის გამგეობაში დანიშნულ იქნა 35 თანამშრომელი, მათ შორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები.
კასპის მუნციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანებიდან თებერვალში გათავისუფლდა 3 სასოფლო კლუბის გამგე, დეკემბერში კულტურის სახლის დამლაგებელი და აპრილში კულტურის დაწესებულებების გაერთიანების სპეციალისტი.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თებერვალში დაინიშნა 17 თანამშრომელი ნახევარ განაკვეთზე, ხოლო მთლიან განაკვეთზე 15 თანამშრომელი. სპორტის დაწესებულებაში მარტში დაინიშნა 6 თანამშრომელი.
26 მარტს გამგეობიდან გათავისუფლდა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი. მან მიზეზად დაასახელა ოლეგ იაძის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა როგორც გამგეობაში განმარტავენ მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
2013-02-28 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ გათავისუფლებულია 53 თანამშრომელი, ხოლო მიღებულია 73. შეიცვალა გამგებელის სამივე მოადგილე და სამსახურის უფროსები. საკრებულოში მიღებულია 3 ახალი შტატგარეშე თანამშრომელი. 17-ვე სოფლის წმუნებული იქნა დათხოვილი, მხოლოდ ორი მათგანი იქნა გადაყვანილი სპეციალისტად. კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებაში დანიშნულია 20, ხოლო დათხოვილია 6 პირი, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. კასპში არსებული 5 ბაგა-ბაღიდან სამის დირექტორი შეიცვალა, ხოლო N4 ბაგა ბაღში დაინიშნა თანაშემწე, მსგავსი შტატი არასდროს არ ყოფილა. ასევე კოორდინატორის ინფორმაციით ბაგა-ბაღებში ქართული ოცნების წევრები დანიშნეს ნახევარ განაკვეთზე და დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრეს.
2013-04-27 2012 წლის 18 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა კასპის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ზერეკიძემ. მისი განმარტებით იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა, მის ოჯახზე ხორციელდებული ზეწოლის გამო.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისულებულ იქნა სულ 66 თანამშრომელი (“საჯარო სამსახურის შესახებ” 95 მუხლისა და მათი პირადი განცხადებების საფუძველზე);
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 მოხელე აყვანილ იქნა შტატგარეშე თანამშრომლად. კასპის მუნიციპალიტეტში დანიშნულ იქნა 117 პირი. აღსანიშნავია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგეობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში 76 მოსამსახურიდან 74 დანიშნულია პირადი განცხადების საფუძველზე.
გამგებელი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის (მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა. ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს”) შესაბამისად.
1 თანამშრომელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე 2 თვით გამოსაცდელი ვადით.