საკადრო ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-03-31 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ორი მოხელე.
საკრებულოსა და გამგეობაში და მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში სულ გათავისუფლებულია 79 საჯარო მოხელე.ყველა მათგანი გათავისუფლებულები არიან პირადი განცხადებების საფუძველზ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგეობასა და მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დაინიშნა სულ 97 პირი. საკრებულოს აპარატში დაინიშნა 4 თანამშრომელი. გამგეობაში და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებში 93.
“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე და 24 –ე მუხლების საფუძველზე 97 დანიშნული თანამშრომლიდან 37 მოხელე დაინიშნა 3 თვის გამოსაცდელი ვადით; აღსანიშნავია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ -ში თანამშრომელთა დანიშვნა მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-28 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ორი და გამგეობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე 19 თანამშრომელი იქნა დათხოვილი. გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლებულია გამგებლის მოადგილე და ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები.