საკრებულოში შეჭრა და საპროტესტო აქციები გურჯაანში
2012-12-06 გამგებლის გადადგომის შემდეგ გურჯაანში პერიოდულად იმართებოდა აქციები, რომლებიც უკავშირდებოდა გამგებლის არჩევის პროცედურების და გამგებლის კანდიდატურების გაპროტესტებას. გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 8 განცხადება იყო შესული. 6 დეკემბერს გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სამუშაო ოთახში „ქართული ოცნების“ აქტივისტები და გამგებლობის კანდიდატის, მიშა ფურცელაძის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ისინი გამგებლის კანდიდატის შესარჩევად სპეციალური კომისიის შექმნას და ამავე დროს, გამგებლად მიშა ფურცელაძის დანიშვნას ითხოვდნენ. 7დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აერჩიათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულომ სხდომა შეწყვიტა.