საკადრო ცვლილებები ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-02-28 ხონში გამგეობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა 7 თანამშრომელი: სპეციალისტები, დამლაგებელი, მეხანძრე, ხოლო საკრებულოდან მთავარმა სპეციალისტმაც ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.
2013-02-21 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხუთი საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ასევე, ერთი მოსამსახურე (შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი) გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის გამო და ერთი მოსამსახურე (მეხანძრე) პირადი განცხადების საფუძველზე. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებსა და სტრუქტურებში ორი საჯარო მოსამსახურე დაინიშნა თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების გარეშე, ხოლო ორი საჯარო მოსამსახურე მოვალეობის შემსრულებლად. აგრეთვე ორი საჯარო მომსახურე დროებით სხვა თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის ვადით. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დაინიშნა ერთი საჯარო მოსამსახურე. ხონის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების 23 თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე და დაინიშნა 43 თანამშრომელი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე