საკადრო ცვლილებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 აპრილში გამგეობაში გათავისუფლდა ორი თემის რწმუნებული. მაისში კი პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა მუხიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა.
2013-02-28 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თებერვლის თვეში ასევე გათავისუფლებული იქნა 4 თანამშრომელი: გამგეობის სპეციალისტი და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის 3 თანამშრომელი. აღნიშნული სამსახური გაუქმდა და სწორედ ამიტომ გათავისუფლდნენ აღნიშნული პირები.
2013-02-28 წყალტუბოს საკრებულო შედგება 25 წევრისაგან. ფრაქციებში ცვლილება არჩევნების შემდეგ რამდენჯერმე განხორციელდა. ამ ეტაპზე 8 ფრაქციაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 4 წევრი, “წყალტუბოს მომავლისათვის“ - 3წევრი, „მაჟორიტარები“ – 3 წევრი, „აღმშენებლობა და განვითარება“ - 3 წევრი, „ერთობა“ - 3 წევრი, „ ახალი ოცნება“ - 3, „იმედი“ – 3, „წყალტუბო“ – 3 წევრი.
2013-04-29 წყალტუბოს საკრებულოს აპარატიდან და საკრებულოს მიერ დაფუძნებული აიპებიდან არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა.საკრებულოს აპარატში საანგარიშო პერიოდში დანიშნულ იქნა 1 მთავარი სპეციალისტი 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, ხოლო საკრებულოს მიერ დაფუძნებულ აიპ-ებში დანიშნულ იქნა 1 მთავარი სპეციალისტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლდა მხოლოდ ერთი საჯარო მოსამსახურე გამგეობის სპეციალისტი პირადი განცხადების საფუძველზე. გამგეობის აპარატში საანგარიშო პერიოდში დანიშნულ იქნა 23 პირი. აქედან მხოლოდ ერთი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად. არც ერთი ახლად დანიშნული პირი არ დანიშნულა კონკურსის წესით (გამგეობის საფინანსო, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, და განათლების სამსახურის სპეციალისტი - თითო სპეციალისტი, სახანძრო სამსახურში კი 11 მოსამსახურე).