საკადრო ცვლილებები ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გამგეობიდან გათავისუფლდა განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორი წამყვანი სპეციალისტი.
2013-02-28 ჭიათურაში 97 პირია გათავისუფლებული. გამგეობიდან მიღებული პასუხის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 1 იანვრამდე გათავისუფლებული იქნა 41 თანამშრომელი. მათგან 2 სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების სპეციალისტია, დანარჩენი ტერიტორიული ორგანოების უფროსი/წამყვანი სპეციალისტები. გამგეობის სამსახურებიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულია 19თანამშრომელი. საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 16 სოფლის რწმუნებულმა და 21 სპეციალისტმა. მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა დისციპლინარული გადაცდომა.
2013-02-28 ჭიათურა - საკრებულო შედგება 26 წევრისაგან. არჩევნების შემდეგ დაიშალა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ამჟამად საკრებულოში არის 7 ფრაქცია. „მაჟორიტარები“ - 3 წევრი, „ხვალინდელი დღე“ – 3 წევრი („ქართული ოცნების“ მხარდამჭრი); „ქართული ოცნება -
37
რესპუბლიკელები“ - 5; „ქართული ოცნება“ - 3 წევრი, „სოლიდარობა“ – 3 წევრი, „ერთობა“ – 6 წევრი და „ნაციონალური მოძრაობა“ – 3 წევრი.
2013-04-29 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში თანამდებობიდან გათავისუფლდა ერთი პიროვნება,(საფუძველი- პირადი განცხადება), რომელიც დაინიშნა გამგებლის თანაშემწის დროებით მოვალეობის შემსრულებლად.მის ნაცვლადაც იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 51 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე (აქედან ტერიტორიულ ორგანოებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 36 მოსამსახურე, ხოლო 1 მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომის გამო). საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 16-მდე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან 13 მოსამსახურე გათავისუფლებულ იქნა - პირადი განცხადების საფუძველზე. ხოლო 1 მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომის გამო).