საკადრო ცვლილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
2013-04-29 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არ გათავისუფლებულა არცერთი თანამშრომელი, მხოლოდ ერთ თანამშრომელს შეუწყდა უფლებამოსილება გარდაცვალების გამო და მის ადგილზე დაინიშნა მოვალეობის შემსრულებელი.
2013-02-28 სამტრედია - საკრებულოში არის 24 წევრი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაშლილა არცერთი ფრაქცია: „მაჟორიტარები“, „ ნაციონალები“ და „ოპოზიციური სამტრედია“. დამატებით შეიქმნა 4 ახალი ფრაქცია: „ერთობა“, „თავისუფალი აზრი“, „ახალი ინიციატივა“ და „სამართლიანი გზა“. თითოეულ ფრაქციაში არის 3 - 3 წევრი. 26 მარტს სამტრედიის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნანა ნიკოლეიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა საკრებულო. მის წასვლას საკრებულოდან სხვადასხვა მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით თითქოს მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებისაგან. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი თავად ესაუბრა ქ-ნ ნანას, რომელმაც კატეგორიულად უარყო ყველა ვერსია. მან განმარტა, რომ დროის უქონლობის და ოჯახური პირობების გამო მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე