საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში
2013-07-25 19 ივნისს განთავისუფლების ბრძანებები მიიღეს საბინაო, კომუნალური სამსახურის უფროსმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, შესყიდვების სამსახურის უფროსმა, სამხედრო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის უფროსმა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.
5 ივლისს ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვიცე-მერები ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2013-05-31 თებერვალში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა აიპ ბოტანიკური ბაღის დირექტირმა. აღსანიშნავია, რომ მისი ადგილი დაიკავა საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.
მარტში გათავისუფლდა 5 თანამშრომელი: პირადი განცხადების საფუძელზე გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ოპერატიული განყოფილების # 2 სახანძრო ნაწილის უფროსი სპეციალისტი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პირადი განცხადებით გათავისუფლდა მუხნარის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი. ხელშეკრულება შეუწყდა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის პროგრამა „კორპუსის“ ორ კოორდინატორს.
2013-02-28 ქუთაისის მერიაში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 116 საჯარო მოხელე. აქედან 40 პირადი განცხადების საფუძველზე, 1 შპს პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, ხოლო დანარჩენი საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო. გათავისუფლებულთა უმეტესობა პროგრამა „კორპუსის“ კოორდინატორები არიან.
2012 წლის 26 დეკემბერს მერიაში 178 შტატი შეიქმნა. პროგრამა კორპუსის ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი იქნა 125 თანამშრომელი. ასევე 12 ერთეულით გაიზარდა მართვის ტერიტორიული ორგანოს ძირითად თანამშრომელთა რაოდენობა.
2013-03-31 ქალაქ ქუთაისის მერიიდან და მერიის სამსახურებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 40 საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა ქ.ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის პროგრამა „კორპუსის“ 70 კოორდიტორი.
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს აპარატის არცერთი საჯარო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა შტატით გათვალისწინებული თანამდებობიდან.
12 ერთეულით გაიზარდა ქალაქ ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიული ორგანოს ძირითად თანამშრომელთა რაოდენობა. ქუთაისის მერიაში 900-მდე ადამიანია დასაქმებული.ქალაქ ქუთაისის მერიასა და მერიის სამსახურებში ათობით საჯარო მოხელე დაინიშნა სამსახურში საგამოცდო ვადით ან/და დროებით მოვალეობის შემსრულებლად.