საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
2013-02-28 ნინოწმინდის გამგეობიდან გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ორი სპეციალისტი. მიზეზი არის საშტატო ერთეულების შემცირება. საკრებულოდან კი იურიდიული სამსახურის ორმა სპეციალისტმა დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე.
2013-02-18 ნინოწმინდის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლდა 1 პირი, რომლის ადგილას დაინიშნა პირი კონკურსის გარეშე. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში სოფლის მეურნეობის სამსახურის ლიკვიდაციის გამო გამგეობის აპარტში შეამცირეს 3 საშტატო ერთეული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე