საკადრო ცვლილებები ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 გამგეობიდან გათავისუფლებული იქნა 4 თანამშრომელი: მძღოლი, ტერიტორიული ორგანოს დამხმარე სპეციალისტები და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. აპრილში გათავისუფლებულ იქნა გამგებლის მოადგილე პირადი განცხადების საფუძველზე და ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.
2013-02-28 საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა 7 სამსახურის უფროსმა და გამგებლის მოადგილემ. ასევე გათავისუფლებულია 7 ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული. ოთხი მათგანი თვლის, რომ მათი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით.
2013-02-28 ლენტეხის საკრებულო შედგება 18 წევრისაგან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი გადავიდა ფრაქცია მაჟორიტარებში და ამჟამად საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობა შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: „რესპუბლიკელები“ - 5 წევრი, „მაჟორიტარი“ - 8, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5.
2013-02-22 2013 წლის 13 თებერვალს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც გამგებლად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრაქცია “ქართული ოცნების” წარდგინებით მიმდინარე წლის პირველ თებერვალს აარჩია, გამოსცა ბრძანება მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ბრძანების თანახმად, 13 თებერვლიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ყველა რცწმუნებულს. წყარო: http://goo.gl/do2G0
2013-02-13 ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლდა 5 თანამშრომელი. ხუთივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 95-ე მუხლი - პირადი განცხადება. დანიშნულია 6 თანამშრომელი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება #-25-065, 2013 წლის 13 თებერვლიდან შეუწყდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ყველა რწმუნებულს. სამართლებრივი საფუძვლები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. საჯარო სამსახურის შესახებ კაონის 93-ე და 95-ე მუხლები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე