საკადრო ცვლილებები ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-04-29 ონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 10 თანამშრომელი. დანიშნულია გამგეობის 9 თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის შექმნილი ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე პირები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად.
2013-02-28 ონში თებერვალში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ორი სპეციალისტი და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა კულტურის ცენტრის დირექტორიც.
2013-02-28 ონის საკრებულო შედგება 24 წევრისა და 2 ფრაქციისგან : „ნაციონალები“ და „ონი“. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ახალი ფრაქცია „ონი“ – 3 წევრით, რომელშიც შედის 1 წევრი კოალიცია “ქართული ოცნებიდან“ და 2 „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრია.