თანამშრომლების გათავისუფლება თბილისის მერიიდან
2013-05-31 მარტში მერიიდან გათავისუფლდა მერის მოადგილის აპარატის თანაშემწე, მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი.
2012-10-14 2012 წლის 14 ოქტომბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს ქალაქ თბილისის მერიის იურიდული საქალაქო სამსახურის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე. მისი განცხადებით, გათავისუფლება უკავშირდება სოციალურ ქსელში პირად მიმოწერას ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან13. როგორც ნინო ვაშაკიძე აცხადებს, მან პირად მიმოწერაში დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რის თაობაზეც, 2012 წლის 14 ოტომბერს სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ თათბირი მოიწვია. თათბირის შემდეგ ნინო ვაშაკიძემ დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის თხოვნით. როგორც ნინო ვაშაკიძე აცხადებს, იგი დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ რაიმე სხვა მიზეზით გამოუშვებდნენ სამსახურიდან და სამსახურში დარჩენა მისთვის საფრთხის შემცველი იყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე