2012-12-25 2012 წლის 25 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა კოალიციის “ქართული ოცნება” წევრების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წინასწარ სიტყვიერად იყო გაფრთხილებული“. აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით გაიმართა.