საპროტესტო აქციები თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში
2013-01-30 2013 წლის 30 იანვარს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის შენობის წინ, საკრებულოს სხდომის პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს. საკრებულოს სხდომაზე მისულმა მოქალაქეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს გადადგომისკენ მოუწოდეს და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუესა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ აქციები იმართებოდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე