ზეწოლის ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში
2013-05-09 2013 წლის 26 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 11:20 წთ-ზე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, ინციდენტი მოხდა საკრებულოს წევრ ვეფხია გრიგალაშვილსა და ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს შორის.
ინციდენტის ადგილზე მოხდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახება. აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პოლიციაში დაბარება და დაკითხვა. ინციდინტის შემსწრე ყველა დეპუტატი დაიკითხა მოწმის სტატუსით, ასევე დაიკითხა ვეფხვია გრიგალაშვილი და გედევან ფოფხაძე. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის 1 მარტიდან გამოეცხადებინათ კონკურსი.