ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობის პიკეტირება
2013-01-08 8 იანვარს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის პიკეტირება მოახდინა და თანამშრომლები შენობაში არ შეუშვა. მათ უნდობლობა გამოუცხადეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას.როგორც აქციის ორგანიზატორმა გია ფირცხალაიშვილმა განაცხადა: "კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა და მის შემადგენლობაში ამჟამად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ვფიქრობთ, ისინი გამგებლად თავისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევენ". აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, საკრებულოში შექმნილი კომისია მხოლოდ ერთ კანდიდატზე - ზაზა ურუშაძეზეა მოტივირებული, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. 9 იანვარს ლანჩხუთის გამგეობის პიკეტირება დასრულდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე