საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ბათუმში
2013-01-31 25 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადაყენების მოთხოვნით 12 დეპუტატმა საკრებულოს განცხადებით მიმართა. 31 იანვარს კი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ბათუმისთვის" თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 23 წევრიდან სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც ჩავლეიშვილის თავმჯდომარედ არჩევას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომას ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებოდნენ. ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომლიც თანამდებობიდან გადააყენეს, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე