ახალი გამგებლის კანდიდატურის გაპროტესტება წალკაში
2013-02-27 27 თებერვალს გამგებლად საბაძის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა. “ქართული ოცნების” აქტივისტების ერთი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა მის კანდიდატურას, ხოლო მეორე მხარდაჭერას უცხადებდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ჯონი საბაძის კანდიდატურა მათთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ წლების განმავლობაში ის იყო წალკის უშიშროების სამსახურის უფროსი. გამგეობის შენობასთან ინციდენტიც მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯონი საბაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები და მათ შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, თუმცა ადგილი არ ქონია ფიზიკურ დაპირისპირებას.