საპროტესტო აქციები წალკაში
2013-02-27 თებერვალში თითქმის ყოველკვირეულად იმართებოდა აქციები გამგებლის სხვადასხვა კანდიდატურის გაპროტესტების მიზნით. აქციაში დაახლოებით ასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. როგორც თავად აცხადებდნენ “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები არიან. 27 თებერვალს "ქართული ოცნების" აქტივისტები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ. აქტივისტების ერთი ნაწილი გამგებლად ჯონი საბაძის დანიშვნას აპროტესტებდა, მეორე კი მის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯონი საბაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მათ შორის შეხლა-შემოხლას და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე