საპროტესტო აქცია ქუთაისის საკრებულოს შენობის წინ
2013-02-27 27 თებერვალს გაიმართა საკრებულოს სხდომა. კოალიციამ „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ საკრებულოს სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართა. ამავე კოალიციას აქცია ჰქონდათ დაგეგმილი თვითმმართელობის შენობის წინ, რის შემდეგაც აპირებდნენ საკრებულოს სხდომაზე შესვლას. იმ მიზეზით, რომ სხდომათა დარბაზი იყო სავსე დანარჩენ მსურველებს უარი ეთქვათ სხომათა დარბაზში შესვლაზე. სხდომის გარეთ დარჩენილებმა სცადეს შესვლა, რასაც თანამშრომლებისა და დაცვის პოლიციისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.