საპროტესტო აქცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით კასპში
2013-02-21 21 თებერვალს კასპის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს შენობის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილებმა მესროფაშვილი და გოგოლაური კასპის რაიონის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. მათი მოთხოვნის თანახმად, აღნიშნილმა პირებმა თანამდებობები უმოკლეს სამი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართო მასშტაბიან აქციებს გამართავენ. მესროფაშვილმა და გოგოლაურმა ბრალდებები უარყვეს და არც აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებენ.