საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით კასპში
2013-03-15 15 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა კასპის გამგებლის ოლეგ იაძისგან ბოდიშის მოხდა და მისი გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით აქციამ საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლა და საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნაც იქნა წამოყენებული. არც ოლეგ იაძე და არც საკრებულოს ხელმძღვანელობა აქციას არ გამოხმაურებია და პრესასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.