გამგებლის მხარდასაჭერი აქცია ხელვაჩაურში
2013-03-18 18 მარტს ხელვაჩაურში გამგებლის, ლევან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით. ლორთქიფანიძე პატიოსანი ადამიანია, მუდამ სიმართლისთვის იბრძოდა და მას ენდობიან. გამგებელი მას შემდეგ, რაც 13 მარტს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს, სამსახურში პირველად გამოცხადდა. გამგეობის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებთან მისალმების შემდეგ, ლევან ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიებას თუ რაიმე კითხვები ჰქონდა მასთან, მზად იყო პასუხების გასაცემად.