საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ხულოში
2013-03-20 20 მარტს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ აქცია გაიმართა, რომელსაც 100-150 ადამიანი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ესწრებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ხულოს რაიონული შტაბის ხელმძღვანელი რამაზ ძირკვაძე. მათი მოთხოვნა იყო გამგებლის გადადგომა და მასთან შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა, გამგებელი მათ არ შეხვდა. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რადგან შენობას პოლიცია იცავდა.