საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით მარნეულში
2013-04-01 1 აპრილს მარნეულში საპროტესტო აქცია გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან და დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მარნეულის გამგებლის პაატა აბრამიშვილის და მისი მოადგილის თამაზ ენუქიძის გადადგომას. აქცია ყოფილი პოლიტპატიმრის, ბადრი ქველაძის მიერ იყო ორგანიზებული. მისი განცხადებით, ქალაქის გამგებელი ადგილობრივი პირი უნდა იყოს. აქციაზე ასევე გამოითქვა პროტესტი იმის თაობაზე, რომ ახალი მმართველობა ცდილობს აზერბაიჯანელი მოსახლეობის დაშინებას. აღნიშნული აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მათთან თვითმართველობიდან სასაუბროდ არავინ გასულა.
2013-04-01 მეორე საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართა. "ქართული ოცნების" წევრები და აქტივისტები გამგებლისა და მისი მოადგილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და დასახელებული ბრალდებები უარყვეს, გარდაბნის გამგებლის მოადგილის თამაზ ენუქიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების ბრალდებები აბსურდულია, ვინაიდან ახალი გამგებელი და მისი გუნდი მარნეულში ახალი მთავრობის კურსს ატარებს და აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ პროექტის განხორციელება, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს რეგიონებში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე