საპროტესტო აქცია გარდაბანში
2012-12-27 27 დეკემბერს გარდაბნის მცხოვრებლებმა გამგეობის შენობის წინ გამაფრთხლებელი აქცია გამართეს. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის სწრაფი წესით არჩევა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ არ სურთ გამგებლის ამავე მეთოდით არჩევა. ასევე მოითხოვეს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით და გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატის, გელა ხუციშვილის დანიშნვნა. თავად გამგებელმა, ზვიად ეპიტაშვილმა, განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ნებით გადადგომას. 4 იანვარს მოსახლეობის ნაწილმა გამგებლის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვლავ გამართა. მათ უნდობლობა გამოუცხადეს გარდაბნის გამგებელს და მის ნაცვლად თამაზ ჭელიძის დანიშვნა მოითხოვეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე