სამართალდამცავებმა ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
2013-01-26 26 იანვარს სამართალდამცავებმა ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლექსო კუჭუხიძე დააკავეს. მას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. კუჭუხიძეს ავტოფარეხების მასობრივად ნგრევისას მოსახლეობის დაშინებასა და შანტაჟში მონაწილეობას ედავებიან. მისი მითითებებით 2010-2012 წლებში, ქალაქში 3 000-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა, რომელთაგან 300-მდე კერძო საკუთრებად იყო რეგისტრირებული. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული ფაქტი მმართველი გუნდის მხრიდან ოპონენტებზე პოლიტიკური ზეწოლის მორიგ მაგალითად შეაფასა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე